2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

2024 წელს რუსეთთან ვაჭრობა გაიზარდა – რას ვყიდით/ვყიდულობთ II უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან?

საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტ-იმპორტის ჯამის 10.8%.

გასულ წელს, საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 5.4%-ით გაიზარდა და 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან იმპორტი

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის ძირითად ნაწილს იმპორტი შეადგენს. საქართველო რუსეთიდან 2.7-ჯერ მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის. უფრო დეტალურად, გასულ წელს რუსეთი საიმპორტო პარტნიორებს შორის მესამე ადგილზე იყო და იმპორტმა წლიურად 6%-იანი ზრდის შემდეგ, 1 მლრდ 850 მლნ დოლარი შეადგინა. ეს საქართველოს მთლიანი იმპორტის 11%-ია.

რაც შეეხება ძირითად საიმპორტო პროდუქციას, რუსეთიდან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემდეგი საქონელი შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $519.5 მლნ;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – $180.9 მლნ;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე (არმატურა) – $114.5 მლნ;
  • ხორბალი და მესლინი – $75.7 მლნ;
  • ზეთი მზესუმზირისა, ალისარჩულისა ან ბამბისა და მათი ფრაქციები – $44.6 მლნ.

 

რუსეთში ექსპორტი

იანვარ-ივლისში ექსპორტმა 681.5 მლნ მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორია, მთლიან ექსპორტში 10.4%-იანი წილით.

რუსეთში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია ასე გამოიყურება:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $182.6 მლნ;
  • სპირტიანი სასმელები – $154.8 მლნ;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – $76.9 მლნ;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – $61.7;
  • ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო – $32.2 მლნ.
  • ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ – APM Terminals Poti-ი

ბოლო სამ წელში 200 ათასზე მეტი მანქანა მივიღეთ –…

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ინფორმაციას ფოთის პორტის მფლობელი კომპანია ავრცელებს. მათი…
EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის ვაჭრობა 2024-ში?

EU-ში ექსპორტის წილი ისტორიულ მინიმუმზეა – როგორი იყო საქართველო-ევროკავშირის…

საქსტატის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, ექსპორტ-იმპორტის ჯამი წლიურად 14%-ით…
საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $23.4 მილიარდია – TOP-10 სავაჭრო პარტნიორი…

2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის…